Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის წიგნის - „გილგამეშის ეპოსი - ტრანსლიტერაცია“ - პრეზენტაცია და დუბლინის ტრინიტი კოლეჯის პროფესორის, მარტინ უორთინგტონსის, საჯარო ლექცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის წიგნი  „გილგამეშის ეპოსი - ტრანსლიტერაცია“, რომლის წინასიტყვაობა ეკუთვნის დუბლინის ტრინიტი კოლეჯის პროფ. მარტინ უორთინგტონს.  

 

წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

 

 

27 ოქტომბერს, 13.00 საათზე, წიგნის - „გილგამეშის ეპოსი - ტრანსლიტერაცია“ - პრეზენტაცია;

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ.#1.თსუ I კორპუსი, თსუ-ს მუზეუმი.  

 

28 ოქტომბერს, 13.00 საათზე, პროფ. მარტინ უორთინგტონის საჯარო ლექცია „ძველი შუამდინარეთის კვლევა: მიდგომები, კითხვები და მეთოდები“;

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ.#1.თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია. 

 

29 ოქტომბერს, 16:00 საათზე,  წიგნის -„გილგამეშის ეპოსი - ტრანსლიტერაცია“- პრეზენტაცია და შუმერულ ენაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დუმუზის სიზმარი“ (რეჟისორი პროფ. უორთინგტონი) პრემიერა.  

მისამართი: ა. ფურცელაძის ქ. #1. საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია.

 

ღონისძიებების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი.

 

აღსანიშნავია, რომ პროფ. უორთინგტონმა ხელი შეუწყო გილგამეშის ეპოსის  პირველი ქართული თარგმანის ხელახალ აღიარებას. მან  2010 წელს სენტ ჯონის კოლეჯში (კემბრიჯი) „გილგამეშის ეპოსისადმი“ მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა მიხაკო წერეთლის მიერ შესრულებული თარგმანი, რის შემდეგაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელახლა გამოსცა წიგნი. 2021 წელს პროფ. უორთინგტონმა თავის მონოგრაფიაში Ea’s Duplicity in the Gilgamesh Flood Story დაიმოწმა მ. წერეთლის „გილგამეშიანის“  წაკითხვები (კონსულტანტი თსუ-ს ასოც. პროფ. ნინო სამსონია).

 

 

ამჟამად პროფ. უორთინგტონი დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ახლო და ძველი წინა აზიის კვლევების დეპარტამენტის - ალ-მაქტუმის სახელობის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის პროფესორია (Middle Eastern Studies at the Al Maktoum Centre for Middle Eastern Studies in the Department of Near and Middle Eastern Studies, Trinity College, Dublin). მისი კვლევის სფეროა ბაბილონური ლიტერატურა. 

 

 

სხვადასხვა დროს მარტინ უორთინგტონი მუშაობდა -  კემბრიჯის უნივერსიტეტში ასირიოლოგიის ფაკულტეტზე, ლონდონის უნივერსიტეტიში აზიისა და აფრიკის ფაკულტეტზე და, ასევე, კემბრიჯის წმინდა იოანეს კოლეჯში (St John's College, Cambridge).

 

 2011 წელს მარტინ უორთინგტონს მიენიჭა სერ ჯორჯ სტაუნტონის (Sir George Staunton Prize) პრიზი.

 

2018 წელს მარტინ უორთინგტონმა გადაიღო მსოფლიოში პირველი შუმერულენოვანი ფილმი – „ნიპურის ღარიბი კაცი“ (The Poor Man of Nippur), რომელიც  2019 წელს ბრიტანეთის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევითმა საბჭომ წარადგინა ჯილდოზე: Reserach in Film.